დემოკრატია

დემოკრატია
• ჩერჩილის კლასიკური განსაზღვრებით მმართველობის საკმაოდ ცუდი ფორმაა და მისი ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური სისტემა კიდევ უარესია.
Source: როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ: 1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები საქართველოში და ქართული დემოკრატია [მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი] - თბ. : CIPDD, 2000.,
• უწოდებენ მმართველობის ფორმას, როდესაც სუვერენს შეუძლია მმართველობითი ფუნქცია დააკისროს მთელ ხალხს, ან მის უდიდეს ნაწილს ისე, რომ რიგით მოქალაქეებს მოქალაქე-მაგისტრატები სჭარბობდნენ.
Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.,
• (ბერძ. დემოკრატია ხალხის ხელისუფლება დემოს ხალხი + კრატოს ძალაუფლება) პოლიტიკური მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ასხვავებენ უშუალო დემოკრატიას (ხალხის მიერ ხელისუფლების ორგანოების უშუალოდ არჩევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის მეშვეობით და ა.შ.) და წარმომადგენლობით დემოკრატიას (გადაწყვეტილებების მიღება, თანამდებობის პირების დანიშვნა ხალხის მიერ არჩეული ორგანოების მიერ და ა. შ.).
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• ბერძნული სიტყვა დემოკრატია ორი სიტყვისაგან შედგება და ნიშნავს დემოს-ის (ხალხი, ბევრი) კრატეინ (ბატონობა, მართვა). თუ დემოკრატიის თეორიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის სარტორის დეფინიციას დავეყრდნობით, დემოკრატია არის პოლიტიკური თანაცხოვრების ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა და ტიპი.
• ბოლო დრომდე აღიარებული დემოკრატიის ,,რეალისტური“ (იგულისხმება ცხოვრებაში განხორციელებადი) დეფინიცია ეკუთვნის რობერტ დალს. მისი ელეგანტური და მომჭირნე დეფინიციით დემოკრატია (იგი მას პოლიარხიას უწოდებს), სხვა არაფერია თუ არა ,,კონკურენცია, რომელიც ღიაა მონაწილეობისათვის“. /Robert Dahl, Polyarchy, Participation and Opposition, New Haven/London 1971./ ეს, მეცნიერული თვალისაზრისით, მეტად მომჭირნე დეფინიცა, ბევრის აზირთ, ოპერაციონალურ დონეზე რთული მოსახმარია და იგი დამატებით კონსტიტუციურ-სამართლებრივი განზომილების შემოღებას მოითხოვს. ანუ, კონკურენცია და მასში მონაწილეობის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში უნდა იქნეს რეგულირებული.
Source: აფრასიძე დავით. არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიული გარდაქმნისათვის // ახალი აზრი,- №2 (8),- 2003,
• აღწერს ადამიანთა ჯგუფისათვის წესების შექმნის სისტემას. ის მოდის ბერძნული სიტყვიდან „demos“ - რაც ხალხს ნიშნავს და „kratos“ - ნიშნავს ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატია ხშირად განისაზღვრება როგორც „ხალხის მმართველობა“; სხვა სიტყვებით, ეს არის წესების სისტემა, რომელიც შექმნა ხალხმა და რომელიც ხალხმავე უნდა დაიცვას არსებობს 2 ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიის იდეას და ხელს უწყობს მისი მოწოდების განმარტებას: 1. პიროვნული დამოუკიდებლობის პრინციპი: არავინ არ უნდა დაემორჩილოს სხვის მიერ თავსმოხვეულ წესებს 2. თანასწორობის პრინციპი: ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებეზე, რომლებიც ეხება საზოგადოების წევრებს ინტიუტიურად ორივე ეს პრინციპი ყველასათვის მომხიბვლელელია და მმართველობის დემოკრატიული სისტემა არის ერთადერთი, რომელიც თეორიულად მაინც ორივეს ფუნდამენტურად თვლის. სხვა სისტემები როგორიცაა ოლიგარქია, პლუტოკრატია ან დიქტატურა, ჩვეულებრივ ორივე პრინციპს არღვევს: ისინი ძალაუფლებას ანიჭებენ საზოგადოების გარკვეულ (მუდმივ) სექტორს და შემდეგ ეს ხალხი ღებულობს გადაწყვეტილებას დანარჩენი მოსახლეობის სახელით. ასეთ შემთხვევებში არც თანასწორობა არც ინდივიდუალური ავტონომია არ არის დაფასებული.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,
• მმართველობის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია არჩევნებზე, ხალხის ნებასა და მართვის განხორციელებაზე არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. არჩევნები, პოლიტიკური უფლებები და მოსახლეობის მონაწილეობა დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტებია Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
• „დემოკრატია არ წარმოადგენს მმართველობის ფორმას, არც სოციალურ მიზანშეწონილობას. იგი არის ადამიანისა და მისი გამოცდილების ბუნებასთან მიმართების მეტაფიზიკა“ (დიუი). „დემოკრატია თავისებური რელიგიაა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი კრახი“ (ჯეიმსი);</div>
See also: <<დემოკრატიული მმართველობა>>, <<დემოკრატიული საზოგადოება>>, <<დემოკრატიული სახელმწიფო წყობა>>
Source: პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ პოლიტიკური იდეალიზმი?: უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში / მშვიდობის, დემოკრატ. და განვით. კავკას. ინ-ტი; [რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "დემოკრატია" в других словарях:

  • კონსოლიდირებული დემოკრატია — დემოკრატიის ინსტიტუტთა საკმარისი სიმყარე, რაც გამორიცხავს მათ გაუქმებას. Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ. სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] თბ. : თბილ.… …   Georgian encyclopedia

  • პლურალისტური დემოკრატია — ამ თეორიის წარმომადგენლების (გ. ლასკი, მ. დიუვერჟე, რ. დარენდორფი, რ. ალენი, რ. დალი და სხვები) აზრით, საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა ურთიერთმოქმედი ფენები (ე. წ. „სტრატები“, სიტყვიდან „strata”), რომლებიც ამა თუ იმ ინტერესთა ერთობლიობის… …   Georgian encyclopedia

  • დემოკრატიული სახელმწიფო წყობა — სახელმწიფო წყობა “დემოკრატიულად ჩაითვლება, თუკი ნებისმიერი ძალაუფლება ხალხის მიერ გადმოიცემა (სახალხო სუვერენიტეტი), თუკი სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე მასში მონაწილეობას იღებს (არჩევნების უფლება), თუკი ამ პროცესში ნებისმიერი მოქალაქის უფლება… …   Georgian encyclopedia

  • ზებრისებური სია — პროპორციულ საარჩევნო სისტემებში პარტიული სიების შედგენისას, ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობით წარდგენა. Source: გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ? : ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სტრატეგია / [პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა… …   Georgian encyclopedia

  • ორპალატიანი საარჩევნო სისტემა — სადაც კანდიდატთა შერჩევა ხდება როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული სიებით. Source: გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ? : ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სტრატეგია / [პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა შარვაშიძემ, თამარ აბრამიშვილმა] ; ქალთა… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი — სამხედრო სოციოლოგიაში ცნება სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი ნიშნავს იმ ნორმებისა და წესების, საქმეთწარმოების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სამხედრო ძალები წარმოადგენდნენ პოლიტიკური მმართველობის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ინსტრუმენტს,… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო საზოგადოება — • კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • გონიერი ჯარისკაცი — 21 ე საუკუნის გამოწვევები, მსოფლიოში არსებული სამხედრო პოლიტიკური საფრთხეები და, შესაბამისად, სამხედროთა ამოცანები სრულიად ახალი ხასიათის სამხედრო მოსამსახურეს საჭიროებს, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურაში “გონიერი ჯარისკაცის” ტერმინით შევხვდებით …   Georgian encyclopedia

  • ინტერპელაცია — • (ლათ. interpellatio სიტყვის შეწყვეტა, მოთხოვნა, სარჩელი) არის ზოგიერთ სახელმწიფოში დეპუტატთა ჯგუფის მიერ მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი მიმართული მოთხოვნა, მისცენ განმარტება მათ მიერ გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე ან… …   Georgian encyclopedia

  • იულიუს კეისარი — გაიუს იულიუს ცეზარი (ძვ. წ. 101 44) რომის ერთ ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, სახელგანთქმული მხედართმთავარი. იულიუს კეისარი რომის ერთპიროვნული მმართველი, დიქტატორი, უმაღლესი ქურუმი და იმპერატორი გახდა. მან რომის დემოკრატია სენატზე ზეგავლენის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»